მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში 4 დიდი პარკის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი 63 მლნ ლარია

60bf293392eac
ინგა მურუსიძე
08.06.21 19:00
5408
თბილისის მერიამ დღეს საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაცია კახა კალაძემ გამართა. კერძოდ, როგორც მერიის ანგარიშში წერია, ამჟამად რამდენიმე დიდი პროექტი ხორციელდება და მათგან ოთხს დედაქალაქის მერია ახორციელებს: ცენტრალური პარკი - იპოდრომი; მთაწმინდის ფერდის აღდგენა; ვაკის პარკის რეაბილიტაცია; ვარკეთილის ხევი - პარკის მოწყობა; რიგის პარკი და ბულვარი; თემქის ხევი - პარკის მოწყობა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისა და მთაწმინდის ფერდის აღდგენის პროექტებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს; 18 ჰა ვაკის პარკის რეაბილიტაცია კი 16 800 000 ლარი ჯდება და ხარჯებს მერია დაფარავს, ასევე 30 000 კვ.მ-ზე ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის ბიუჯეტი 5 600 000 ლარია; 40 000 კვ.მ რიგის პარკის და ბულვარის მოწყობა 4 500 000 ლარი ჯდება, ხოლო 25 ჰა თემქის ხევში პარკის მოწყობა - 36 000 000 ლარი.

რაც შეეხება მომავალში დაგეგმილ პროექტებს, გეგმაშია დიღმის ჭალების რეაბილიტაცია, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტის განხორციელება და ვერის პარკის რეაბილიტაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები