მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტის გამო რამდენიმე ადამიანი იძებნება - სეს

ძაღლი

იძებნება რამდენიმე ადამიანი, ვინც აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ტერიტორიიდან მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი მიუსაფარი ძაღლი ცოფის დაავადებით დაიღუპა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამავდროულად აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამჟამად უკვე იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები