მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ახალი სასტუმრო “აფიშა” გაიხსნა

ფილარმონიის გვერდით, არქიტექტორ ლაშა ცინცაძის მიერ დაპროექტებული 118 ნომრიანი სასტუმრო "აფიშა" გაიხსნა. "აფიშას" ინტერიერი, რომელიც დიზაინერ ესმა ხეცურიანს ეკუთვნის, თანამედროვე და 70-80-იანი წლების სტილის ელემენტებს ორიგინალურად აერთიანებს. სასტუმროს მთლიანი კონცეფცია, კრეატიულ კომპანია "გასტრონავტს" ეკუთვნის. "აფიშას" გასტრონომიული კონცეფცია ქართული და ევროპული სამზარეულოების ნაზავია, რომელიც ძველი თბილისის თეატრალური ტრადიციების შთაგონებით შეიქმნა 10-სართულიანი სასტუმრო „აფიშა" 118 ნომერს, კვების 3 ობიექტს, სპა ზონას და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“ და ამ ობიექტის შექმნა ორ ინვესტორს უკავშირდება, ესენი არიან უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კარიჭაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები