თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ავტოგრაფ მოლი" აშენდება. Cushman & Wakefield Veritas-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის განვითარება უკვე დადასტურებულია და სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტი მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, სადაც ამჟამად ჰიპერმარკეტი "გუდვილი" და სხვა სავაჭრო ობიექტები ოპერირირებენ.
სავაჭრო ცენტრი სამსართულიანი იქნება და მოიცავს, 43,100 მ² მიწის ნაკვეთს, სამშენებლო მოცულობა კი დაახლოებით 60,000 მ²-ია.
გავრცელებული ინფორმაციით, "ავტოგრაფ მოლი" გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს, ქსელურ მაღაზიებს, კაფე-რესტორნებსა და ბავშვთა გასართობ ზონას.
პროექტს ახორციელებენ დეველოპერული კომპანიები: BLOX • ბლოქსი, ავტოგრაფი • Autograph და UPCO Development • აპკო დეველოპმენტი, არქიტექტორი – "ჰაუსარტ დიზაინი".
Cushman & Wakefield | VERITAS მუშაობდა სავაჭრო ცენტრის კონცეფციაზე და ძალიან მალე დაიწყებს გაქირავების პროცესს.




























