20 სექტემბერს, ვაგონთმშენებლის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, კომპანია „არქი“ თავის ყველაზე მასშტაბურ ურბანულ პროექტს - „გრანდ ავენიუ არქისგან“ წარადგენს.
კომპანიის განმარტებით, პროექტის პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული გაყიდვების ღონისძიება იქნება კომპანიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოლოდინით დატვირთული დღე.
ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა და „OCULUS“-ის დამფუძნებელმა და "გრანდ ავენიუ არქისგან" ლანდჩაფტის დიზაინერმა, ბობ ერლიმ ისაუბრეს.
შიო ხეცურიანის განმარტებით, მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციით კომპლექსი პრემიუმ და კომფორტ კლასის ბინებს, საოფისე და საზოგადოებრივ სივრცეებს, საერთო სამუშაო ზონებს, ღია და დახურულ აუზებს, პადელ-ცენტს, თანამედროვე სტანდარტების სკოლასა და საბავშვო ბაღს, მუზეუმს, გასტრონომიულ ზონებს და ბევრ სხვა ობიექტს გააერთიანებს.
““არქი გრანდ ავენიუ” რომელიც არის 20 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განთავსებული, აქ იქნება გამორჩეული როგორც საცხოვრებლის მხრივ, ისე გასართობი თუ ჯანსაღი ცხოვრების მხრივ. ტერიტორიის 75%-ზე მეტი არის რეკრეაცია და გამწვანების ზონები, არის საერთო საცხოვრებელი სივრცე, საერთო სამუშაო სივრცეები, გასტრონომიული კუთხეები, პადელის და ტენისის კორტები, ფიტნესი.
ეს ახალი ცენტრი თბილისში იქნება დადიანის ქუჩასა და წერეთლის გამზირს შორის და დაკავშირდება წერეთლის გამზირთან გვირაბით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს აქ მცხოვრებლებს, რომ ხუთ წუთში უკვე წერეთლის გამზირზე და თბილისის დინამოს მოედანთან იყვნენ”, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, ჯავშნისათვის საჭიროა რეგისტრაცია და ბ-ს გადახდა. შიო ხეცურიანი ამბობს, რომ დღეისათვის უკვე 450 რეგისტრირებული ფიქსირდება, რაც კომპანიის დირექტორის თქმით, აბსოლუტური რეკორდია რეგისტრაციისა და მოთხოვნის მხრივ და მოლოდინია, რომ 700-ს გადააჭარბებს”, - თქვა მან.
„OCULUS“-ის დამფუძნებლის და “გრანდ ავენიუ არქისგან” ლანდჩაფტის დიზაინერის, ბობ ერლის განცხადებით, „გრანდ ავენიუ არქისგან“ თავისი მასშტაბითა და მიდგომით თბილისისთვის სრულიად უნიკალური პროექტია. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ინდუსტრიული მემკვიდრეობის მქონე სივრცეს ახალი სიცოცხლე ეძლევა და იქმნება ეკოლოგიურად მდგრადი, მწვანე და მრავალფუნქციური ურბანული გარემო.
მისივე თქმით, პროექტი აერთიანებს როგორც დიდ ღია რეკრეაციულ სივრცეებს, ისე მყუდრო და ინტიმურ გარემოს საცხოვრებლად, რაც იშვიათად გვხვდება ასეთ მასშტაბურ განვითარებაში. მან პარალელები გაავლო ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს ურბანულ პროექტებთან, თუმცა აღნიშნა, რომ თბილისის ისტორიული კონტექსტი ამ პროექტს უნიკალურობას სძენს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია ამ მასშტაბით ვიმუშაოთ. უმეტეს პროექტებში, სადაც ვმუშაობთ, მასშტაბი არის აღსანიშნავი. კიდევ ერთი, რაც ხაზგასასმელია არის ინდუსტრიული ისტორია და ამ ყველაფრის ახალი სიცოცხლის შეძენა. ტერიტორიას აქვს პოტენციალი, რომ გვქონდეს ძალიან დიდი ღია სივრცე, ბევრი გამწვანებით, რეკრეაციული სივრცით, მაგრამ ასევე არის საკმაოდ ინტიმური ადგილი, მყუდრო ადგილი. ადამიანებს გვჭირდება, რომ ორივე ეს კრიტერიუმი იყოს დაკმაყოფილებული, რასაც ეს პროექტი სხვა პროექტებისგან განსხვავებით აკმაყოფილებს“, - აცხადებს ბობ ერლი.




























