მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ამტვერებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება-რეალიზაცია შეიზღუდა | ჯარიმები გაიზარდა

ელიავას ბაზრობა

2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდება, რომელიც თბილისის კონკრეტულ არეალებში აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის კრძალავს და წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაც ახალი სტანდარტით 5-ჯერ მაღალი იქნება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით დეკემბერში შევიდა. უფრო კონკრეტულად ცვლილებების მიხედვით:

1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის დაუშვებელ ადგილებზე - ჯარიმა ფიზიკური პირზე 2 500 ლარი, იურიდიულ პირზე − 5 000 ლარი.

იგივე ქმედების განმეორებაზე ჯარიმა ფიზიკური პირზე 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური 5 000 ლარი, ხოლო იურიდიულ პირზე 10 000 ლარია.

იგივე ქმედება განმეორებისას ჯარიმა ფიზიკურ პირზე 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირზე 30 000 ლარია.

2. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის თბილისში დაშვებულ ადგილებში საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 500 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში დარღვევით განთავსების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკურ პირზე 2 500 ლარია, ხოლო იურიდიულ პირზე - 5 000 ლარი.

განმეორებითი ქმედებისას ფიზიკური პირზე ჯარიმა 5 000 ლარია, იურიდიულ პირზე - 15 000 ლარი.

3. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკურ პირზე 2 500 ლარი, იურიდიულ პირზე 5 000 ლარია.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკურ პირზე 5 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირზე − 10 000 ლარია.

4. ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვაზე, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, − ჯარიმა ფიზიკურ პირზე 1 000 ლარი, ხოლო იურიდიულ პირზე − 2 500 ლარია.

განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 500 ლარით, იურიდიული პირი კი 5 000 ლარით დაჯარიმდება,

5. ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 5 000 ლარით დაჯარიმდებას ოდენობით.

6. ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა - ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირზე 2 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირზე 5 000 ლარია. განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით.

საკითხი 2019 წლის 30 მაისს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა, განისაზღვრა სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილებით დამტკიცდა ,,მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“, რომლის ამოქმედებაც რამდენჯერმე გადავადდა და ბოლო ვარიანტით, ძალაში 2026 წლის 1-ელ იანვარს უნდა შევიდეს, უკვე გაზრდილი ჯარიმებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები