თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, რომელიც ილჰამ ალიევის კრიტიკოსია. AzelTV-ს მთავარი რედაქტორი, სამართალდამცველებმა ქუჩაში აიყვანეს.
ჟურნალისტის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ალიევის მოთხოვნით მას აზერბაიჯანულ მხარეს გადასცემენ. აფგან სადიგოვის უფლებადამცველისთვის დაკავების მიზეზი უცნობია.
დაკავების კადრებს ჟურნალისტის ოჯახის წევრი ავრცელებს, სადაც ისმის, რომ ისინი ქართველ სამართალდამცველებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.