თბილისში ოქტომბერში, თბილისში 3 658 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 12% ხოლო თვიურად 7%-იანი ზრდაა.
„თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ტრანზაქციების კუმულაციური რაოდენობა 1%-ით აღემატება 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, ოქტომბერში ბინები წლიურად 6%-ით გაძვირდა, წინა თვესთან შედარებით კი მ²-ის ფასი 1%-ით გაიზარდა. საშუალო გასაყიდი ფასი მ²-ზე $1,253-ს გაუტოლდა.
ბაზრის მოცულობამ $296 მილიონს მიაღწია და წლიურად 16%-ით გაიზარდა.
ბინების კატეგორიების მიხედვით, ოქტომბერში 768 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, სულ 2,890 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 12%-იანი და თვიურად 7%-იანი ზრდაა. ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში კვლავ 21% შეადგინა.
„იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფიქსირდა 4%-იანი წლიური ზრდა(+1%თ/თ)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2024 წლის ოქტომბერში 50-დან 75მ²-მდე ფართობის ბინებმა კვლავ ყველაზე მაღალი წილი (44%) დაიკავა ჯამურად გაყიდული ბინებიდან. 125 მ²-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით.
ოქტომბერში, მაღალი (>1,500$/მ²) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22%შეადგინა(+4პპ,წ/წ,-1პპ,თ/თ).