მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსების ნაწილი რეგიონებს გადასცეს

62051cabb7afa
მარიამ ვარადაშვილი
10.02.22 18:00
4953
დღეის მდგომარეობით, თბილისის მერიის ბალანსზე „ბოგდანის“ მარკის 572 ყვითელი ავტობუსი ირიცხება.

მერიის მიერ BMG-თვის გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე ირიცხება 572 ერთეული M3 კატეგორიის „ბოგდანის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება. მათ შორის, A-092 (8 მეტრიანი) ტიპის 434 ერთეული, ხოლო A-1445 (10 მეტრიანი) ტიპის 138 ერთეული, ხოლო მათი ჯამური საბალანსო ღირებულება 37 მლნ ლარს აღემატება.

Bm.ge დაინტერესდა, რა ბედია ეწია ქალაქში სხვადასხვა დროს შემოყვანილ „ბოგდანის“ მარკის ყვითელ ავტობუსებს, რომელთა ჩანაცვლების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მერიაში აცხადებენ, რომ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა 672 ერთეული M3 კატეგორიის ბოგდანის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება. 2017 წლიდან, მას შემდეგ რაც „ბოგდანის“ მარკის ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო, გამოთავისუფლებული ავტობუსების გარკვეული რაოდენობა საჭიროების მიხედვით, მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს სხვადასხვა უწყებებსა და მუნიციპალიტებებს. მერიამ ჩაშლილად მოგვაწოდა იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელთაც სხვადასხვა დროს ის ყვითელი ავტობუსები გადასცა, რომელიც თბილისის მერს ჰაერის დაბინძურების მხრივ პრობლემად მიაჩნდა, მეტიც ამბობდა, რომ მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებდა.

თბილისის მოსახლეობას ვეღარავინ აკადრებს, დანგრეული ყვითელი ავტობუსებით ატაროს - კალაძე





წყარო: თბილისის მერია

2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტებსა და რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ჯამში 80 ერთეული ბოგდანის მარკის ყვითელი ავტობუსი გადაეცათ, მათგან ზოგი დროებით საკუთრებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები