თბილისის მერია, 2024 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს.დეტალურად როგორი სქემით და რა ფორმით მოხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება ამაზე კახა კალაძე დღეს მთავრობის სხდომაზე თავად ისაუბრებს. იქამდე ის დოკუმენტი რომელიც BMG-იმ მოიპოვა რამდენიმე საკითხზე პასუხის შესაძლებლობას იძლევა.
მათ შორის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება, ანუ M2 და N1 მოძრაობა დასაშვები რჩება.
შეზღუდვა დილის საათებში 8-დან 11 საათში პერიოდს და საღამოს 17-დან 20 საათამდე შუალედს მოიცავს და რეგულირება არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირას და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში.
ამ კონკრეტულ საათებში მოძრაობის აკრძალვა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში მოხდება. ეს ძირითადად ცენტრალური ტერიტორია და ის ადგილები იქნება, სადაც მობილობა მაღალია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ზონებში 53 კამერაა დამონტაჟებული.
ცვლილებებში გამონაკლისი შემთხვევებიცაა გათვალისწინებული, რომელიც ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ დიდი გამავლობის ავტომობილებს ეხება, ისიც განსაზღვრულ საათებში.
სტუმარი: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;


































