მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში E-Motors Georgia-ს განახლებული შოურუმი გაიხსნა

ჩინური ავტომობილების გაყიდვების სტატისტიკა ასახავს გლობალურ ტენდენციას, მომხმარებლის მზარდ ინტერესს ტექნოლოგიურად განვითარებული, ენერგოეფექტური და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის მიმართ. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადგილობრივი წარმომადგენლები, რომელთა შორის E-Motors Georgia ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა ინდუსტრიაში.

დაარსებიდან მხოლოდ წელიწად-ნახევარში, კომპანიამ მნიშვნელოვანი პოზიცია დაიმკვიდრა ქართულ საავტომობილო ბაზარზე და დღეს იგი მომხმარებელს ახალ მულტიბრენდულ შოურუმს სთავაზობს, რომელიც აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №131-ში გაიხსნა. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განახლებულ სივრცეში სტუმრობა სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილება იქნება ყველასთვის, ვინც თანამედროვე ავტოინდუსტრიით არის დაინტერესებული.

სტუმარი: ირინა დარჩია - E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები