მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ელექტროდამტენების კონკურსში გამარჯვებულ "ქართლი ენერჯის" დამტენების მოწყობის ვადა გაუხანგრძლივდა

დამტენი

თბილისში დამტენების დამონტაჟების კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანიისთვის "ქართლი ენერჯისთვის" პროექტის განხორციელების ვადა 2026 წლის ივნისამდე გახანგრძლივდა.

პროექტი 2025 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც მერიამ 198 ელექტროდამტენის 10-წლიან იჯარაზე აუქციონი გამოაცხადა. პროექტი სამ ლოტად იყო დაყოფილი (თითოეულში 66 დამტენი), სადაც ერთ ლოტში კომპანია "ქართლი ენერჯიმ" გაიმარჯვა. ხოლო მეორე კომპანიამ, დამტენების ნახევარი უკვე დაამონტაჟა.

2025 წლის 26 დეკემბრის №155 და №156 განკარგულებების თანახმად, "ქართლი ენერჯიმ" და საკრებულომ ხელშეკრულების პირობების კორექტირება მოახდინეს. ცვლილებები ძირითადად ეხება ადმინისტრაციულ ბარიერებსა და ტექნიკურ ვადებს:

ნებართვების მოპოვება: ადმინისტრაციული ორგანოებიდან ნებართვების მოპოვებისა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან შეთანხმების ბოლო ვადად 2026 წლის 1 მაისი განისაზღვრა.

ვადის დამატებითი გაგრძელება: კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოსგან მიიღოს კიდევ მაქსიმუმ 1-თვიანი საშეღავათო პერიოდი.

ფუნქციონირების დაწყება: პროექტის საბოლოო ეტაპი — დამტენების განთავსება და მათი ექსპლუატაციაში გაშვება — არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივნისისა უნდა დასრულდეს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ქართლი ენერჯი" 2018 წლის ივნისში არის დაფუძნებული და მისი 100%-ის წილი ეკუთვნით ქართველ და უზბეკ აქციონერებს, მათ შორის ყველაზე დიდი - 35%-ის მფლობელია ბიზნესმენი გივი აბდუშელიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები