მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში განათლების მარში მიმდინარეობს - მსვლელობას სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა

ზურაბიშვილი

თბილისში განათლების მარში მიმდინარეობს. მსვლელობას სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. მარშის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან.

ორგანიზატორთა განცხადებით, მარში არის პასუხი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ე.წ. რეფორმაზე, რომელიც გაუმჯობესების ნაცვლად განათლების სისტემაში ნეპოტიზმისა და კორუფციის დაბრუნების, ხარისხის გაუარესების და პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან, კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო დაფინანსების მოდელი გაუქმდება. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო შრომის ბაზრის კვლევას ატარებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები. მთავრობა გეგმავს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები