მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში Geo 11-ისა და “ბარსელონას” ლეგენდების მატჩი შედგება

Geo11 Barcelona

16 მაისს, თბილისში, “დინამო არენაზე” ქართული ფეხბურთის ლეგენდები “ბარსელონას” ვეტერან ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან, ხოლო მატჩის გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანია Betsson-ი იქნება.

მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Orient-ია, რომელმაც პროექტ Legend Series ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი ვიზიტი საქართველოში 2024 წელს მილანის “ინტერის” ლეგენდებს, ბათუმში “აჭარაბეთ არენაზე”, 7 მარტს ჰქონდათ. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.

Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში, მომავალი წლების განმავლობაში, ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.

გუნდების შემადგენლობები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა კი მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები