მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „გოლდენ ტულიპის" ბრენდის ქვეშ პირველი სასტუმრო იხსნება - ინვესტიცია $15 მლნ-ია

62b424845c471
მარიამ იზორია
21.06.22 22:40
3118
რამდენიმე კვირაში, ქეთევან წამებულის გამზირზე, მსოფლიოში ცნობილი "გოლდენ ტულიპის" ბრენდის ქვეშ, ახალი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ეს დედაქალაში "გოლდენ ტულიპის" პირველი სასტუმროა.

„გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისში” “ბლოკ ჯგუფმა” დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. სასტუმრო 80 ნომერს გააერთიანებს და სტუმრებს უმაღლესი ხარისხის სარესტორნე მომსახურებას შესთავაზებს.

როგორც „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა “Forbes კვირასთან” განაცხადა, სასტუმროს კონცეფცია თანამედროვესთან ერთად, საქართველოზე და ქართულ ისტორიასა და კულტურაზეა მორგებული.

“სასტუმროს კონცეფიცაზე მუშაობისას ვეცადეთ ყოფილიყო თანამედროვე, ამასთანავე საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე მორგებული პროდუქტი. თითოეულ ოთახში ქართულ მოტივებზე შექმნილი უნიკალური ნამუშევრებია, მისაღებში ქართული ანბანი გვხვდება.

No description available.

ჩვენს ჰოლდინგში 40 აქტიური კომპანიაა. რაც ყველაზე მთავარია, ეს კომპანიები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ყველას თავისი სტარტეგია აქვს. „გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისის” პროექტი, რომელშიც 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ იქნება ცალკე კომპანია, რომელიც თავისი სტრატეგიითა და გეგმებით ჩვენს ჰოლდინგში ბრუნვის შემოტანას დაიწყებს” - ამბობს “ბლოკ ჯგუფის” მმართველი პარტნიორი.

“ბლოკ ჯგუფი” მომავალ წელს 30 წლის გახდება. კომპანია, რომელიც ჰოლდინგის სტრუქტურით არის წარმოდგენილი, 40 ზე მეტ, მათ შორის, ჯანდაცვის, მშენებლობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ბიზნეს მიმართულებას მოიცავს.

No description available.

ცნობისთვის: “ბლოკ ჯგუფი” სასტუმრო რედისონის პროექტზეც მუშაობს, რომლის გახსნაც 2023 წლის ბოლო კვარტალში იგეგმება. სასტუმროს მშენებლობაში $25 მლნ ჩაიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები