მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამი ტერიტორია გვაქვს მოკვლეული" - "ბლოკ ჯგუფი" ქარის და მზის ენერგიის პროექტებზე მუშაობს

643ab34b0dfe9
თამთა ჯიჯავაძე
15.04.23 19:21
1566
"ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა, თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა BMG Drive-ში განაცხადა, რომ კომპანია ქარის და მზის ენერგიის პროექტებზე მუშაობს. მისი თქმით, მსგავსი პროექტები მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგია არამხოლოდ თავიანთი ობიექტებისთვის გამოიმუშაონ, არამედ ბაზარზე გაყიდონ კიდეც.

„Golden Tulip-ის სასტუმროსთვის ჩვენ უკვე ვახორციელებთ მზის ენერგიის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შეგვეძლება ჩავერთოთ ნეტო აღრიცხვის სისტემაში. მზის პანელებს აეროპორტთან მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში განვათავსებთ, ეს მოდელი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ჯანაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია ქარის ენერგიაზეც აკეთებს აქცენტს და ამ კუთხით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.

„ქარის ენერგიაზეც სამი ტერიტორია გვაქვს მოკვლეული. რამდენიმე წლის წინ ქარის სპეციალური საზომი მოწყობილობები დავაყენეთ, რაც ზომავს როგორც ქარის სიმძლავრეს, ასევე მიმართულებებს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტირება სწორად გააკეთო ქარის სადგურის მშენებლობისთვის.

გვინდა, რომ როგორც ჩვენი ობიექტები მოვამარაგოთ ელექტროენერგიით, ბაზარზეც გავყიდოთ ის. როდესაც ეკონომიკა იზრდება, მნიშვნელოვანია ენერგეტიკაში ინვესტირება მძლავრად გაკეთდეს. მოხმარება იზრდება და შემდეგ პრობლემები იქმნება“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "ბლოკ ჯგუფი" ენერგოპროექტების შესახებ გეგმებზე BMG-სთან ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულშიც საუბრობდა.

Hotel HUB – რას მოიცავს ORBI Group-ისა და Block Group-ის $100 მლნ-იანი ინოვაციური პროექტი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები