2026 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა თბილისში 24%-ით გაიზარდა და 941 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, ზრდა ნაწილობრივ მასშტაბური სამშენებლო პროექტების დასრულებამ განაპირობა.
“თიბისი კაპიტალის” მიხედვით, იანვარ-მარტში თბილისში გაიყიდა 10 723 ბინა, რაც 19%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე 1343 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6%-იან ზრდას ნიშნავს.
რაც შეეხება მხოლოდ მარტის მონაცემებს, “თიბისი კაპიტალი” თავის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 4031 შეადგინა, რაც წლიურად 32%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში გასაყიდი ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1341 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზრის მოცულობამ კი 352 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 33%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, მაჩვენებელი კვ.მ-ზე 10.1$-ზეა, რაც წლიურად 5%-იან შემცირებას წარმოადგენს.
ამასთან, “თიბისი კაპიტალის” მიმოხილვის მიხედვით, მარტში ახალი ბინების გაყიდვებმა 564 ტრანზაქცია შეადგინა, რაც წლიურად 3%-იანი კლებაა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, 3 467 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2025 წლის მარტის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება. ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში 14% იყო.




























