“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, მიმდინარე წელს, ქუჩის გასაქირავებელი სავაჭრო ობიექტების ფასები 11%-ით გაიზარდა. კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკეშია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ვაკის რაიონში ქუჩის სავაჭრო ობიექტის ღირებულება კვადრატულ მეტრზე $27.2 იყო, ზრდა 29%-ია. ღირებულების მიხედვით, $26.8-ით, 32%-იანი ზრდით, მეორე ადგილზე ჩუღურეთია. კომერციული ობიექტი ყველაზე იაფი ნაძალადევსა და სამგორში იყო.
კვადრატულ მეტრზე ქუჩის სავაჭრო ობიექტების ღირებულება რაიონების მიხედვით ასეთია:
- ვაკე - $27.2
- ჩუღურეთი - $26.8
- მთაწმინდა - $22.7
- საბურთალო - $19.6
- კრწანისი - $19
- დიდუბე - $18.3
- ისანი - $17.6
- გლდანი - $17.2
- დიდი დიღომი - $16.5
- ნაძალადევი - $15.3
- სამგორი - $15.2
კომერციული ფართების გაქირავება სავაჭრო ცენტრებშიც გაძვირებულია. როგორც “თიბისი კაპიტალი” აღნიშნავს, ღირებულება კვადრატულ მეტრზე გაზრდილია 8%-ით. სავაჭრო ცენტრების გასაქირავებელი ღირებულება ყველაზე მაღალი ვაკეშია, სადაც ფასი 66%-ითაა გაზრდილი. 45%-ითაა ღირებულება მომატებული საბურთალოს სავაჭრო ცენტრებში.
კვადრატულ მეტრზე სავაჭრო ცენტრებში გაზრდილი ღირებულება (%) რაიონების მიხედვით ასეთია:
- ვაკე - 66%
- საბურთალო - 45%
- მთაწმინდა - 93%
- კრწანისი - 59%
- ჩუღურეთი - 17%
- დიდუბე - 33%
- გლდანი - 17%
- დიდი დიღომი - 16%
- ნაძალადევი - 33%
- ისანი - 43%
- სამგორი - 43%