ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა სახელდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ფოტოებს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ლაშა შეროზია ავრცელებს.
























