თბილისში, მარცხენა სანაპიროზე გზა ჩაინგრა – ვითარების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები მერიამ გუშინ შენიშნა და გზა გადაკეტა.
""უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება", - ეწერა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, bm.ge-ს მერიაში უთხრეს, რომ ადგილზე ნაპირსამაგრი ჯებირი უნდა მოეწყოს.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს




























