მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა თითქმის შეუძლებელია - გიორგი ბაბუნაშვილი

მიწისზედა მეტრო

არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელი, გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა თითქმის შეუძლებელია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემასაქმიან დილაშიგანაცხადა.

მიწისზედა და მიწისქვეშა მეტროს მშენებლობის ხარჯებზე წამყვანის კითხვის საპასუხოდ, გიორგი ბაბუნაშვილმა განმარტა, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა შედარებით იაფია, თუმცა ეს შესაძლებლობა დაკავშირებულია რელიეფთან და განაშენიანებასთან.

რა თქმა უნდა, არსებობს საშუალო არითმეტიკული, ესაა 80-100 მილიონი დოლარი ერთ გრძივ კილომეტრზე. .. ღრმა ჩაწოლის მეტროპოლიტენისთვის. მისი უპირატესობა ისაა, რომ დამოუკიდებელია მიწისზედა განაშენიანებისგან, შეგიძლია კორპუსების ქვეშ გაატარო, თუმცა ცხადია, ღირებულება მაღალია. მაგალითად, მანჰეტენზე იგივე ტექნოლოგიით 1.3 მილიარდი დაჯდა 1 კილომეტრი, დიაპაზონი შეიძლება ძალიან დიდი იყოს.

შემდეგი არის უკვე ე.. ღია წესით, მცირე ჩაწოლით მშენებლობა, რომელიც გაკეთებულია თბილისში, საბურთალოს ხაზის ბოლო ნაწილი. ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი დოლარია, თუმცა შეიძლება ძალიან გააძვიროს, თუ გვჭირდება მიწის გამოსყიდვა და კომუნიკაციების გადატანა.

მიწისზედა მეტრო ყველაზე იაფია, შეიძლება დაჯდეს 20-25 მილიონი დოლარი კილომეტრზე, თუმცა დამოკიდებულია რელიეფზე, განაშენიანებაზე. თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა თითქმის შეუძლებელია. განიხილებოდა ლილოსკენ, რომელმაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ვერ გაიარა და შეწყდა. რაც შეეხება დიდი დიღმის მიმართულებას, ძალიან მცირე მონაკვეთებია, სადაც შესაძლებელი მიწის ზემოთ ამოვიდეს, მაგრამ იმდენად პატარა მონაკვეთი იქნება, შეიძლება იმაზე ძვირი დაჯდეს, ვიდრე პირდაპირ მიწის ქვეშ გაყვანა“,- თქვა "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა.

ამასთან, გიორგი ბაბუნაშვილმა დედაქალაქში საცობების განტვირთვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გამოსავალი, რომლის მდგრადობაც პრაქტიკამ აჩვენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები