ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემიისა და NBA-ის პარტნიორობით, თბილისში 5-დღიანი ბანაკი, LAUNCH CAMP გაიმართება, სადაც 8-დან 18 წლამდე ასაკის მსურველებს კალათბურთის უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში ლევან ახვლედიანმა, JBS Academy-ის დამფუძნებელმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, LAUNCH CAMP წინ უსწრებს ოფიციალური NBA საკალათბურთო სკოლის გახსნას, რომელიც ფუნქციონირებას 29 სექტემბრიდან იწყებს.
"დაახლოებით ერთი წელი გვქონდა მოლაპარაკება ჩვენს ორგანიზაციას [ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლა და სპორტული აკადემია] და JBS აკადემიამ მოახერხა NBA-ს დარწმუნება და პარტნიორობაზე დათანხმება, რომ ისინი შემოვიდნენ საქართველოში და ჩვენთან ერთად დააარსონ პირველი ოფიციალური NBA-ს საკალათბურთო სკოლა საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებას 29 სექტემბერს იწყებს.
29 სექტემბრამდე გვინდოდა, რომ რაღაც ღონისძიება ჩაგვეტარებინა, LAUNCH CAMP დავარქვით ამას, სადაც ადამიანებს გავაცნობდით, ზოგადად, რა არის NBA-ს საკალათბურთო სკოლა, რას მოიცავს ის და ა.შ. ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებთ ახლა, 10 სექტემბერს, რომელიც გაიმართება ახალ სპორტის სასახლეში, იქნება 5-დღიანი ბანაკი, სადაც ჩამოვა NBA-ს ევროპის ტექნიკური დირექტორი, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ბანაკს. ასევე ჩამოდის ტრიმეინ დალტონი, სხვათა შორის იგი ნომინანტია NBA-ს დიდების დარბაზში (hall of fame), კალათბურთში შეტანილი წვლილისთვის. ასევე ჩამოგვყავს NBA-ს შვეიცარიის სკოლისა და NBA-ს პორტუგალიის საკალათბურთო სკოლის მთავარი მწვრთნელები, რომლებიც დაეხმარებიან ტრიმეინს ბანაკის ორგანიზებაში", - ამბობს ლევან ახვლედიანი.
JBS Academy-ის დამფუძნებელი BMG-სთან ასევე განმარტავს, რას მოიცავს 5-დღიანი ბანაკი. როგორც ის აღნიშნავს, აქტივობები NBA-ის ოფიციალური სისტემის: "კალათბურთი საზღვრებს გარეშე" - მიხედვით ჩატარდება.
"იქნება ხუთდღიანი ინტენსიური ვარჯიშები და თამაშები. NBA ხშირად აწყობს ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის ბანაკებს, ერთი სისტემა აქვთ ასეთი: Basketball without Borders - ამ სისტემით იქნება აქაც ბანაკი მოწყობილი, სადაც დილის საათებში იქნება ინტენსიური ვარჯიშები, სხვადასხვა უნარების გაუმჯობესების კუთხით. იქნება სადგურებივით, სადაც ბავშვები როტაციაზე ივლიან და სხვადასხვა უნარს განავითარებენ დილის საათებში და შუადღის პერიოდში კი იქნება თამაშები.
LAUNCH CAMP-ისთვის ასაკი არის 8-დან 18 წლამდე, გოგოებიც და ბიჭებიც. ისინი გადანაწილდებიან ასაკის და დონის მიხედვით, სხვადასხვა ჯგუფებში. იქნება ცალკე ჯგუფური აქტივობები აი ამ განაწილებული ჯგუფებისთვის ცალკეულად ჩატარდება, მაგრამ ასევე იქნება ერთიანი ვარჯიშები და აქტივობები, რომელსაც მთლიანად ერთად ჩაატარებენ", - ამბობს სპორტული სკოლის დამფუძნებელი.
ლევან ახვლედიანის ცნობით, საკალათბურთო ბანაკში ადგილების შეზღუდულია და აკადემია 130-მდე მონაწილეს ელოდება. ვებგვერდის თანახმად, 5-დღიან ბანაკში მონაწილეობის ღირებულება 750 ლარია. რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელია ვებგვერდზე: www.nbabasketballschool.ge




























