თბილისში პაკისტანის და ურუგვაის საკონსულოები იხსნება. შესაბამისი განკარგულებები საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
15 მარტით დათარიღებული მთავრობის განკარგულებების მიხედვით, გაიცა თანხმობა ქალაქ თბილისში საპატიო კონსულის მეთაურობით ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე.
ცნობისთვის, საქართველოში ათობით ქვეყნის საელჩო და საკონსულო მდებარეობს. ხოლო ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოში არ აქვთ საელჩოები და საკონსულოები, საქართველოს სხვა ქვეყნის საელჩოების დახმარებით ფარავენ.