მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პარკების მშენებლობა–რეაბილიტაციაში 200 მლნ დაიხარჯება – რომელი პარკები მოეწყობა 4–წელში?

6190d9e7169fc
თათია ჩაფიჩაძე
15.11.21 09:00
1554
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში პარკების გაშენებასა და რეაბილიტაციისთვის მერია 200 მლნ ლარს დახარჯვას გეგმავს. როგორც გიგაშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, ჯამში 15 პროექტზეა საუბარი.

“მომდევნო 4 წლის გეგმა საკმაოდ ამბიციურია და ითვალისწინებს 15 საქალაქო პარკის როგორც მშენებლობას ისე რეაბილიტაციას, აქედან 9 ახალი პარკის პროექტია.

თემქის ხევში, ზღვის უბნის პარკში სამუშოაები უკვე დაწყებულია და 2022 წლის ბოლოს დასრულებული გვექნება ახალი საქალაქო პარკი.
ასევე უკვე დავიწყეთ 2022 წლის ბიუჯეტზე მუშაობა, სადაც გაიწერება ის პროექტები, რომლებიც მომდევნო წელს უნდა განხორციელდეს. ეს ახალი 15 პარკი გაწერილია 4 წელზე.

მნიშვნელოვანია ვერის პარკი, რომლის პროექტირება დაწყებულია. ეს არის კულტურული ძეგლი, მისი რეაბილიტაციით ჩვენ დავასრულებთ კულტურული საქალაქო პარკების რეაბილიტაციას. ასევე მნიშვენლოვანია ავჭალის შუა გამოყოფი ზოლი, რომლის რეაბილიტაციასაც მომდევნო წელს ვგეგმავთ, გლდანის პატარა ტბის პარკი, რომლის პროექტი უკვე არსებობს და ძალიან მალე გამოვაცხდებთ სამშენებლო სამუშაოებზე შესაბამისს ტენდერს. ასევე გვაქვს 4 საპარკე არეალი, რომელიც გენერალურმა გეგმამ შესთავაზა დედაქალაქს. დიღმის ტყე-პარკი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა დედაქალაქისთვის და აქ დაწყებულია კერძო საკუთრებების გამოსყიდვა, ამ პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება რეაბილიტაცია და იგი შენარჩუნდება ტყე–პარკის სახით.
მნიშვნელოვანია, სამხედრო ქალაქის პარკის პროექტი, რომლის პროექტირებასაც 2022 წელს განვახორციელებთ და ასევე მოეწყობა მის მიმდებარედ არსებული სამაგორის პარკიც. უკვე დასრულებულია თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირება და 2022-ში ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ აქტიური სამუშაოები.

მოგეხსენებათ, მარტო პარკები არ არის გარემოს დაცვა, ეს არის ტყის აღდგენის პროექტი და ქალაქის შემოერთებულ უბნებზე, იმ სატყეო უბნებზე, რომელიც 2008 წელს დედაქალაქს გადაეცა მოხდება ტყის ბუნებრივი და ხელოვნური განახლება,” -განაცხადა გიგაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები