მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმები გასამმაგდა

ბათუმი პარკირება

2026 წლის იანვარ-მარტში თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმების მოცულობა 2.8-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 5,440,758 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8-ჯერ, ანუ 3.5 მილიონი ლარით მეტია.

ბოლო სტატისტიკით, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია, საიდანაც თითქმის ნახევარი ზონალური, ნახევარი კი არაზონალური საპარკინგე არეალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები