მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმების მოცულობა გაორმაგდა

პარკირება

2026 წლის იანვარ-მაისში თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 8,788,634 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2-ჯერ, ანუ 4.8 მილიონი ლარით მეტია.

ბოლო სტატისტიკით, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია, საიდანაც თითქმის ნახევარი ზონალური, ნახევარი კი არაზონალური საპარკინგე არეალია.

თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები