თბილისში, "სინოფარმით" ვაქცინაციაზე სისტემის გახსნიდან 1 საათში ადგილების 90% შეივსო. ამის შესახებ რეგისტრაციის ბმულიდან ხდება ცნობილი.
„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 18 წლის ზემოთ მყოფ ყველა მოქალაქეს შეუძლია. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.
„არსებობს არაერთი კვლევა, რომ 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა და შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას. ჩვენს მოქალაქებს ვაძლევთ საშუალებას, აიცრან „სინოფარმით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საყოველთაო ვაქცინაცია ჯერ არ იწყება, რადგან ჯერ კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი.




























