თბილისში საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაიხსნა უკვე ოფიციალურად გაიხსნა. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავს აგრარულ, ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის მიმართულებებს, რომელზეც 500-მდე კვლევას სთავაზობს, როგორც ბიზნეს სექტორსა და ფერმერებს, ასევე კერძო პირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის კვლევები თუ ანალიზები, რაც ამ ლაბორატორიაში ხორციელდება, ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.