მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია ჩატარდა

6458ab0424b07
BM.GE
08.05.23 12:05
577
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით და სადაზღვევო კომპანიების მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია XPRIMM ჩატარდა. კონფერენციის მიზანი დაზღვევის სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების, დაზღვევის სავალდებულო სახეობის შემოღების წინაპირობებისა და მოლოდინების განხილვა იყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებიდან, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურიდან და სადაზღვევო ასოციაციიდან. კონფერენციიაზე განიხილეს დაზღვევის სფეროში სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილება, მათ შორის ავსტრიის, პოლონეთისა და თურქეთის მაგალითზე. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა დამსწრეებს სექტორის მიმოხილვა და სექტორში არსებული ტენდენციები გააცნო და ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

კონფერენციაზე შედგა ორი პანელური დისკუსია, მათ შორის სადაზღევევო ბაზრის პერსპექტივებსა და მძღოლის მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის სავალდებულო პროდუქტზე, რომელშიც ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი მონაწილეობდა.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დაზღვევის ეს სახეობა არ არის სავალდებულო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დგამს ნაბიჯს წინ და უერთდება იმ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც მძღოლის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე სავალდებულოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას და საცალო პროდუქტების მოხმარება გაიზრდება. დღეისათვის ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული, რაც განვითრებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გვჯერა, რომ სავალდებულო MTPL-ის შემოღება მომხმარებელს დაანახებს დაზღვევის სიკეთეს და პრაქტიკულობას,“- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

სავალდებულო სახეობასთან მიმართებაში საუბარი შეეხო სადაზღვევო სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის დაბალი პენეტრაცია და დაზღვევის სხვადასხვა სახეობების ნაკლები მოხმარება, გადაზღევის მაღალი ტარიფები და ა.შ.

გიორგი ბარათაშვილის თქმით, ალდაგი ფოკუსირებული იქნება კვლავ ჯანსაღ პორტფელსა და ანდერაიტინგის მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ ინდივიდულაურ მიდგომაზე, რაც კომპანიის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაა.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები