მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება, რის გამოც მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

აქცია

თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ.

აქცია-მსვლელობა მეტროსადგურების: სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარჯანიშვილის, მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს გეზს და როგორც ცნობილია მთელ თბილისს მოიცავს.

ადგილზე იმყოფებიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და წევრები.

მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ქუჩებში უწყვეტი აქციები არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

4 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული გეგმის თანახმად, სტრატეგიის ნაწილია, რომ ოპოზიციამ არ აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, არ ცნოს ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია და მოქალაქეების ხმა დემოკრატიულ სამყარომდე მივიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები