მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სატესტო რეჟიმში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა - სად იმოძრავებენ ახალი ავტობუსები?

თბილისის მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში ჯერ კიდევ 2020 წლისთვის დააანონსა, თუმცა ფაქტია, რომ არაერთი ანონსის შემდეგ თბილისში სატესტო რეჟიმში 18 მეტრიანმა ავტობუსებმა 2024 წლის იანვრიდან დაიწყო გადაადგილება. აღნიშნულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა წინასწარ განსაზღვრულ სწრაფ სატრანზიტო დერეფნებში უნდა იმოძრაონ, რომელიც შედგენაც წლების წინ თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია სისტრამ უზრუნველყო. 2020 წელს ჯერ კიდევ თბილისის მერის მოადგილის ამპლუაში მაია ბითაძე აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ძირითად ქუჩებზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდებოდა 10-15 წუთში ერთხელ 18 მეტრიან ავტობუსებს ემოძრავათ, რომლებიც 150 მგზავრს ერთდროულად გადაიყვანდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ მარშრუტებზე გადანაწილდება ახალი ავტობუსები, თუმცა როგორც თბილისის მერი მიმდინარე წლის ნოემბერში აცხადებდა. ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე 4 ხაზზე იმოძრავებდა. საუბარია 301, 302, 308, 314 ავტობუსის ხაზებზე. რას შეცვლის ახალი ავტობუსები მგზავრთგადაყვანის ნაწილში და რამდენად არის დღეს არსებული ინფრასტრუქტურა ამისთვის მზად?

სტუმარი: გიორგი ბაბუნაშვილი - „ურბანული ლაბორატორიის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები