თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა აგვისტოს მდგომარეობით წლიდან წლამდე 6%-ით შემცირდა - საუბარია TBC-ის არხებით გადახდებზე.
TBC Capital-ის მომხმარებლის დანახარჯების ყოველთვიური დინამიკის მიხედვით, კონკრეტულად აგვისტოში ახლად გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 18%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2024 წლის აგვისტოში, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით წლიურად 10%-ით გაიზარდა.
უნაღდო გადახდების ზრდამ ავეჯსა და ელექტრონიკაზე 8% შეადგინა. ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ კი, 18%.