მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში შადრევნების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - ღირებულება 900 ათასამდე ლარია

5e8ecc2be6acf
სალომე მეცხვარიშვილი
09.04.20 11:25
1391
თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფი” შადრევნების რეაბილიტაციისთვის 900 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.

ტენდერში წინადადებების მიღება 24 აპრილს იწყება. შესყიდვის ზუსტი საწყისი ღირებულება 893 574 ლარია. 

შესასრულებელი სამუშოები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის დაზიანებული ჰიდრო იზოლაციის დემონტაჟს, არსებული სანათების დემონტაჟსა და ახლის მონტაჟს, შადრევნებში არსებული ქანდაკებების დემონტაჟსა და მონტაჟს და ა.შ.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები