მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში შესაძლოა საბაგირო ტაქსი მოეწყოს - კომპანია Bartholet-ი საქართველოში შემოვიდა

647cf278011c6
BM.GE
05.06.23 00:02
12855
საქართველოს ბაზარზე გონდოლებისა და საბაგირო გზების მწარმოებელი შვეიცარული კომპანია Bartholet-ი შემოვიდა. კომპანია მის მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობას შეისწავლის - საუბარია საბაგირო ტაქსიზე, რომელსაც მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ სივრცეში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციის შესრულება შეუძლია. საბაგირო ტაქსი (RopeTaxi) ჩვეულებრივი საბაგიროსგან იმით განსხვავდება, რომ გონდოლა მხოლოდ მაშინ მოძრაობს, როდესაც მასში მგზავრი ზის, ხოლო თავად გონდოლების მოძრაობის მარშრუტის არჩევა მგზავრის მიერ არის შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქცია საბაგიროების ურთიერთდაკავშირებული სისტემის მოწყობით არის შესაძლებელი. 

გადაცემა Forbes-ის კვირას Bartholet-ის CEO როლანდ ბარტოლეტი სტუმრობდა, მისი განმარტებით, საქართველოში მათი საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებული იქნება არა სამთო-სათხილამურო ზონებში საბაგიროების მშენებლობაზე, არამედ ურბანულ ცენტრებში საბაგირო ტაქსის განვითარების შესაძლებლობებს შეისწავლიან და მუნიციპალიტეტებს ამ გადაწყვეტის დანერგვას შესთავაზებენ.

ინტერვიუ როლანდ ბარტოლეტისთან:

-შეგვიძლია, უფრო გავშალოთ თქვენი გეგმები საქართველოში? როდის გაჩნდა თქვენი ინტერესი და, ძირითადად, რომელი ადგილებითაა თქვენი კომპანია საქართველოში დაინტერესებული?

-ინტერესის მთავარი არეალი ისაა, სადაც ქვეყნის პოპულაციის მთავარი ნაწილი ცხოვრობს თბილისში და სხვა ქალაქებში. ადგილები, რომლებიც ხალხმრავალია და ტრანსპორტირების პრობლემა არსებობს. ამჟამად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აქვს საკმარისი ტევადობა, არ არის საკმარისი ავტობუსები, მეტროები, ქალაქის მოსახლეობა კი კიდევ უფრო იზრდება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა ჩვენი ტრანსპორტირების სისტემაა. ეს არ არის მხოლოდ საბაგირო ხაზი, რომელიც შესაძლოა გამოსავალი იყოს ერთი კუთხისთვის, ჰქონდეს ერთი მთავარი ხაზი. ჩვენ ჩვენს სისტემას ამჟამინდელ სისტემებთან კომბინაციაში ვხედავთ, რომელსაც ჩვენს საბაგირო ხაზს შევმატებთ, როგორც არა მხოლოდ ერთ ხაზს, არამედ მთელს ქსელს. ასე საბაგირო ტაქსიც უფრო მარტივი აღსაქმელია.

-ანუ, ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ დაგეგმარებასა და ჩვეულებრივ ბიზნეს-ქეისებზე, რომლებსაც ხშირად ახორციელებენ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ჩვენ ვსაუბრობთ დატვირთულ, მოძრავ ადგილებზე და გამოსავალზე, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ საქართველოს დატვირთულ ადგილებში, სადაც ამჟამად საზოგადოებრივი პრანსპორტის დეფიციტია და ეს კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა შემდეგ წლებში. საკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასდროს გვეყოლება, ქალაქებში კი ადგილობირვებისა თუ ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად გაიზრდება, თქვენ კი ამ პრობლემის გადაწყვეტას გვთავაზობთ, მართალია?

-მართალია, და იმ ინოვაციით, რომელსაც ჩვენ ახლა წარმოგიდგენთ, მრავალი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ ერთი ინსტალაციით. წარსულში, საბაგიტო იყო მხოლოდ ერთი ხაზი, საიდანაც შეგეძლო, მეორე ხაზზე გადასვლა, ახლა კი, საბაგირო ტაქსის სისტემით, შესაზლებელი იქნება ერთ ხაზზე მოძრაობა, შემდეგ კი, იმ შემთხვევაში თუ საკმარისი ადგილი არ არის, რელსებზე გადასვლა, რომლითაც მიწისქვეშ ან ხიდებზე გადავადგილდებით და ვუკავშირდებით შემდეგ საბაგიტო ხაზს - ეს არის სიახლე. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისის ტოპოგრაფიაზე დაყრდნობით, ეს უნდა იყოს სწორი გამოსავალი ადამიანების A-დან B, C წერტილებში გადაყვანის"- განმარტავს როლანდ ბარტოლეტი.

კომპანია Bartholet-ს მსოფლიოს 32 ქვეყანაში 312 საბაგირო გზის პროექტი აქვს განვითარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები