მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება - გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 19.04.2026

ქართული დეველოპერული კომპანიების მნიშვნელოვანი შედეგების ფონზე რასაც ისინი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აფიქსირებენ, და აგერ სიახლეც რომელზეც წამყვანი დეველოპერები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ Trump Organization-ი ქართველ პარტნიორებთან ერთად თბილისში 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის, Trump Tower-ის მშენებლობას გეგმავს. The Wall Street Journal-ი წერს, რომ ეს პროექტი დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. იგი ფუფუნების კლასის საცხოვრებელ ბინებსა და სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურას მოიცავს. როგორც გამოცემის მასალაშია აღნიშნული, Trump Organization-ი საქართველოში მშენებლობას "არქისა" და Biograpi Living-ის კონსორციუმი Sapir Organization-თან ერთად განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე ლიცენზირებისა და ბრენდირების სტრატეგია გააძლიერა. მსგავსი პროექტების განხორციელება უკვე ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში დაიწყო. როგორც ირკვევა, პროექტის დიზაინზე მსოფლიოს ერთერთი წამყვანი არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს. გენსლერზე შემიძლია გამართულად გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული სტუდიაა და იმავდროულად, ფინანსური ანგარიშგებების თანახმად Gensler ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალშემოსავლიანი არქიტექტურული სტუდიაა. Sapir Organization-ის ხელმძღვანელი, ალექს საპირი ამ წამოწყებას განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად აცხადებს", - წერს გამოცემა ვოლ სტრით ჯორნალი და აღნიშნავს, რომ მას ანუ ალექს საფირს საქართველოსთან მჭიდრო ოჯახური კავშირები აქვს. ამას მჭიდრო არ ჰქვია, ალექს საფირი არის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და შეძლებული ოჯახის, ქართველი ებრაელების სეფიაშვილების გვარის გამგრძელებელი. ალექს საფირის მამა, აცხონოს ღმერთმა, გახლდათ თემურ საფიაშვილი, იგივე ტამირ საფირი, რომელიც საქართველოში დაბადებული გაზრდილი ებრაელი კაცია, გამორჩეულად მშრომელი და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორადაც იქცა. ტამირ საფირი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას საკმაოდ ახლო ურთიერთობები აკავშირებდა დონალდ ტრამპთან, რომელიც მისი გამორჩეულად პატივისმცემელი იყო, და ეს არაერთი ფაქტით ფიქსირდება, ისევე როგორც მოვიპოვე და ხედავთ კიდევ ალექს საფირის, მისი მამის და ტრამპის ერთობლივ ფოტოებს, წინა ცხოვრებიდან. ბატონი თემურის საქმიან ცხოვრებაზე და იმ დანატოვარზე ანუ "საფირ ორგანიეიშენზე", ეს 7 მლრდ იანი ფონდია, რომელსაც მისი ვაჟი ალექს საფირი მართავს პარტნიორებთან ერთად, მოგიყვებით შემდეგ გადაცემაში. ასეთი ამბავია, სტატიაში კიდევ ერთ დეტალებზე მიუთითებენ რომ ეს საქართველოში Trump-ის ბრენდის დაბრუნების მეორე მცდელობაა. 2012 წელს ბათუმში დაგეგმილი პროექტი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით შეჩერდა. ხო, სიმართლეა რომ მცდელობა მეორეა, ხოლო უზუსტობაა რომ ეს რაიმე ინტერესთა კონფლიქტის გამო მოხდა. ამასზეც სხვა დროს, ისევე როგორც კარგად გავიხსენებთ ტრამპის ვოიაჟს საქართველოში და მის აღფრთოვანებულ კომენტარებს ამერიკის ტელევიზიებში ჩართვისას ჩვენი პატარა საქართველოს პოტენციალით. კიდევ რა გითხრათ: ფოტოზე რომელიც აღწერს წინასწარ შეთანხმებას ტრამპ თაურის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია ზაზა ფაჩულია, მივყვები მარცხნიდან მარჯვნივ წარმოდგენილ ბატონებს. ზაზას იცნობს საქმიანი საზოგადოება და ის უკვე აღარ არის როგორც მხოლოდ საქართველოს კალათბურთის ნამდვილ ლეგენდა, არამედ გამორჩეულ ინვესტორებსაც, რომელიც არქის გარდა კიდევ უამრავ პროექტშია ჩართული და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ენერგეტიკაშიც შემოდის ინვესტორად. ზაზას გაყოლებაზე სხედან ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე, რომელიც კომპანია ბლოქს წარმოადგენს, შემდეგ უკვე ალექს საფირი და ერიკ ტრამპი. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ბიზნესმენი და ინვესტორი ილია წულაია, რომელიც არქის მმართველი პარტნიორია და სოსო ფხაკაძე, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტია, თუმცა ადგილზე წარდგენილი იყო როგორც ბიოგრაფი ლივინგის აქციონერი. განცხადება გაავრცელა ტრამპის კომპანიამაც, სადაც დეტალური კომენტარებია როგორც ერიკ ტრამპის და ალექს საფირის, ასევე ილია წულაისი, ვასილ ფხაკაძის, ლაშა კვაჭაძის და იქვე ჩნდება კიდევ ერთი სახელი: ეს არის ლაშა მელაძე, რომელიც კომპანია ფინინვესტ ჯორჯიას თანადამფუძნებელია. ასეთი ამბავია და კარგია, რომ იმ სივრცეში, რომელსაც ბიოგრაფი ლივინგი ფლობს ანუ ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია, აშენდება ტრამპ თაუერი და რაღაც ამერიკული კლასტერივით ყალიბდება მაქაურობა, აქეთ ტრამპის თაუერი, აქეთ, ორბის და ბლოკჯგუფის პლანეტ ჰოლივუდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები