მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში “წერტის” მეხუთე ფილიალი გაიხსნა - ინვესტიცია ₾400 ათასია

წერტი

ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელმა კომპანიამ “წერტი” თბილისში რიგით მეხუთე ფილიალი ვაკეში გახსნა, რომელიც მომხმარებელს ხვალიდან უმასპინძლებს - ინფორმაციას BM.GE-ის “წერტის” დამფუძნებელი, ბექა გონაშვილი უდასტურებს.

“შარშან დეკემბერში ორი ფილიალი გავხსენით. გამოდის, რომ ყოველი წლის ბოლოს ახალ მაღაზიას ვხსნით. ვაკის ფილიალში მომხმარებელს ჩვენი წარმოების როგორც ნედლი, ისევე ნახევარფაბრიკატი ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი და სხვა ნაცნობი პროდუქტები დახვდებათ”, - ამბობს ბექა გონაშვილი.

“წერტის” დამფუძნებლის თქმით, ახალ ფილიალში კომპანია 32 ადამიანს დაასაქმებს, რითაც თანამშრომლების საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 140-მდე გაიზრდება.

ვაკის ფილიალის საინვესტიციო ღირებულება ₾400 000-ს აღწევს. როგორც გონაშვილი განმარტავს, ახალი მაღაზიის კონცეფცია დანარჩენი 4-სგან მცირედით განსხვავდება.

“ამ ფილიალში შიდა წარმოება არ იქნება, როგორც სხვა მაღაზიებშია - მხოლოდ სარეალიზაციო პუნქტი იქნება და, შესაბამისად, საინვესტიციო ღირებულებაც შედარებით ნაკლები იყო”, - ამბობს ბექა გონაშვილი.

“წერტის” ახალი ფილიალი ვაკეში, თაქთაქიშვილის N7-ში გაიხსნა. გარდა ამისა, კომპანიას მაღაზიები აქვს წყალტუბოს, ყაზბეგისა და ბეჟანიშვილის ქუჩებსა და წყნეთში, რუსთაველის ქუჩაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები