თბილისში უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა. მარტში დედაქალაქში 229 მლნ 400 ათასი დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. მარტში თბილისში სულ 2 991 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 13%-იანი, ხოლო თვიურად 13.2%-იანი შემცირებაა. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. გაყიდვებში ზრდაა მხოლოდ გლდანისა და დიდუბის რაიონებში. მარტის თვეში დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას საინვესტიციო ბანკი გალტ ენდ თაგარტი აქვეყნებს. კვლევა 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვას ეყრდნობა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავს.