მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება

საზოგადოებრივი ტუალეტები
BM. GE
01.11.23 12:16
33

დედაქალაქში 36 ლოკაციაზე არსებული დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნული რეტერატები ვანდალიზმის შედეგადაა დაზიანებული.

„რამდენიმე წლის წინ, თბილისის მერიამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, ასევე, დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილის საჭიროება და ქალაქში შერჩეულ 36 ლოკაციაზე, აუქციონის საფუძველზე შერჩეული კომპანიის, „სითი ბოქსის“ მიერ დამონტაჟდა საზოგადოებრივი საპირფარეშოები. როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადებებით და ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგით ირკვევა, აღნიშნული რეტერატები დაზიანებულია ვანდალიზმის შედეგად. ამ ფაქტების გამო, „სითი ბოქსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით, 150 განაცხადი აქვს წარდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რეტერატების დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის საკითხზე „სითი ბოქსთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ აღადგინა დაზიანებული რეტერატები, გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების ფონზე, შეუძლებელი გახდა მათი გამართულად ფუნქციონირება. ამასთან, აღნიშნულ ადგილებში მერიის მიერ მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელთანაც სრულიად შეუსაბამოა დაზიანებული რეტერატები. ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, მათი დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის საკითხზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები