მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ყინულის სასახლე აშენდება - საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა

ფიგურული სრიალი

თბილისში ყინულის სასახლე აშენდება - საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა, დღგ-ს ჩათვლით, 30 მლნ ლარი.

თბილისში ყინულის სასახლის მშენებლობა იგეგმება. ყინულის სასახლის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ტენდერს აცხადებს.

ყინულის სასახლე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსდება. სასახლეში იქნება ყინულის მოედანი, რომლის პარამეტრები იქნება 60/30 მეტრზე, სადაც არანაკლებ 500 მაყურებელი უნდა განთავსდეს. სასახლეში იქნება ქორეოგრაფიული დარბაზი, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, კვების ობიექტი, მსაჯების ოთახი და ყველა საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ციგურაობის, თუ ყინულის ჰოკეის მოთამაშეების ვარჯიშისა და შეჯიბრებებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები