მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ყველაზე მეტად 50-80 კვ.მ. ბინები იყიდება - Galt&Taggart

6435014e0c15f
თამთა ჯიჯავაძე
11.04.23 11:11
770
უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში სტაბილურად მზარდია, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt&Taggart-ის მიხედვით, გაყიდვების საშუალო ზრდა 2015 წლიდან 2022 წლამდე 16.8%-ს შეადგენს. ხოლო თუ 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს 2022 წლის ანალოგიურ ორ თვეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდა 14.3%-ია. გასული წლის პირველ ორ თვეში თბილისში 5700-ზე მეტი ბინა გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში 6600-ზე მეტი.

„გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საბურთალოს, დიდი დიღმის და სამგორის რაიონებში განხორციელდა. გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საშუალო ზომის (50-80 კვ.მ.) ბინებზე მოდის“, - წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები