მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილსერვის ჯგუფი“ 3,1 მლნ ლარად 60 ავტომობილის ყიდვას აპირებს - ტენდერი გამოცხადდა

თბილსერვის ჯგუფი

„თბილსერვის ჯგუფი“ მსუბუქი ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 136 000 ლარია. საუბარია 60 ერთეულ ჰეჩბეკის ტიპის მსუბუქ ავტომანქანაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), განბაჟებული და გამოშვებული არაუადრეს 2023 წლისა.

წინადადებების მიღება 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.