მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილსერვისმა" 36 ავტომანქანა შეიძინა, რაშიც ₾2 მილიონამდე გადაიხადა - რომელ თანამდებობის პირს რა მანქანა შეხვდა?

კალაძეეე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის აუცილებლობისა და მათი საწვავით გამართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები გამოვლინდა.

კერძოდ, 2020 წელს "თბილსერვისი" სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა კომპანიის კუთვნილი ერთეული და დასაქმებულთა კერძო საკუთრებაში არსებული 716 მსუბუქი ავტომანქანით. მიუხედავად ამისა, 2021 წელს "თბილსერვისმა" შეისყიდა 36 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის ჯამური ღირებულება 2 მილიონამდე იყო, უფრო ზუსტად, 1 934 200‬ ლარი. 

მათ შორის, ერთი მსუბუქი ავტომანქანა − KIA K5, რომელიც შესყიდულია 92.6 ათას ლარად, "თბილსერვისის" დირექტორს გადაეცა.

4 ერთეული MITSUBISHI L200 შესყიდულია ერთეულის ღირებულებით − 80.8 ათასი ლარი, აქედან 3 ერთეული გადაეცა დირექტორის მოადგილეებს, ხოლო ერთი − სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსს. 

ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპი (KIA SPORTAGE) შესყიდულია 76.2 ათას ლარად, რომელიც გადაეცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსს. აღსანიშნავია, რომ მითითებული პირები სამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვა მანქანებით. კერძოდ, დირექტორზე გადაცემული იყო 2 მანქანა − SUZUKI GRAND VITARA და KIA OPTIMA, დირექტორის მოადგილეებზე − MITSUBISHI L200 და HUNDAI ELANTRA, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსზე − TOYOTA HILUX, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსზე − KIA SOUL.

გარდა ამისა, 5 ერთეული ახალი ავტომანქანა − KIA PICANTO, ჯამური საბალანსო ღირებულებით − 193.1 ათასი ლარი, გადაეცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.

აუდიტის თანახმად, "თბილსერვისმა" ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო გამოწვეული 2021 წელს ახალი მანქანების შესყიდვა, როდესაც საწარმოს ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენებოდა სხვა მანქანები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები