სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად ნაგავსაყრელის მოვლა-პატრონობის ხარვეზები გამოვლინდა.
"მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის მართვასა და მოვლა-პატრონობაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, "თბილსერვისმა" ვერ უზრუნველყო პოლიგონის მოწყობა დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.
ზიანის ანაზღაურება - თბილსერვისმა ხელშეკრულების მართვის ეტაპზე პროცესები წარმართა იმგვარად, რომ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერ მიაღწია შესყიდვით დაგეგმილ მიზანს. აღნიშნულის გამო თბილსერვისს დაეკისრა დამატებითი ხარჯის გადახდა.
დაკისრებული სანქციები - კონტროლის მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირების შედეგად, თბილსერვისმა დაარღვია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შედეგად, მუნიციპალურმა შპს-მ ჯარიმის სახით დამატებით გადაიხადა 163.9 ათასი ლარი", - ნათქვამია დასკვნაში.