მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tboba Wine & Spirits - ქართული ალკოჰოლური სასმელების შესახებ ონლაინ ჟურნალი ამოქმედდა

თბობა

ქართული ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების პოლარიზაციისთვის რამდენიმე თვეა ონლაინ ჟურნალი “Tboba Wine & Spirits” ამოქმედდა, რომელიც ღვინის ენთუზიასტებს საერთაშორისო მასშტაბით, ქართული ღვინის სამყაროში ამოგზაურებს. ახალი პლატფორმის შესახებ BM.GE-ს მისი დამფუძნებელი, მარიამ თაბაგარი ესაუბრა.

“თბობის" იდეა, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაჩნდა. ქართულ ღვინოზე ინფორმაციის მოსაძიებლად ძალიან მცირე წყაროები იყო ინტერნეტში და ამიტომ გვიწევდა 20 საუკუნეში დაწერილ წიგნებში ქექიალი და იქიდან ინფორმაციის ამოკრებვა.

ერთ-ერთ საღამოს, როდესაც განვიხილავდით ქართული მეღვინეობის პოტენციალს და მომავალს, მივხვდით, რომ ინფორმაციის ნაკლებობა ქართულ ღვინოზე არამარტო ჩვენთვის, უცხოელი მომხმარებლისთვისაც პრობლემაა. განსაკუთრებით დღეს, როცა ინტერნეტში ნებისმიერ რამეზე მარტივად შეგიძლია ინფორმაციის მოძიება, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ონლაინ ჟურნალი "თბობა", რომელიც აპრილიდან ჩაეშვა ონლაინ სივრცეში”, - ამბობს მარიამ თაბაგარი.

მისი თქმით, Tboba-ს მიზანი ქართული ღვინის მრავალფეროვნების წამორჩენაა. ონლაინ გამოცემის სტატიებიც სწორედ ამ თემებს ეხება.

“ჩვენ ვიკვლევთ ქართულ ღვინოს, როგორც სასმელს და ცხოვრების წესს, ვუზიარებთ მკითხველს ღვინის ცოდნის სიღრმისეულ სტატიებს და რჩევებს.

ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება და ხასიათი, გავხდეთ წამყვანი ონლაინ მიმართულება მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის მოყვარულთათვის და ვიყოთ ინფორმაციის სანდო, ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები წყარო”, - აღნიშნავს მარიამ თაბაგარი.

Tboba-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალით ღვინის მწარმოებლებიც დაინტერესდნენ და ამ ეტაპზე რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

“ჩვენი პროდუქტის ჩაშვებიდან, ორ კვირაში რომ მივიღეთ მეღვინოებებისგან შემოთავაზებები, ჩვენთვის იყო ნიშანი, რომ სწორი კურსი გვაქვს აღებული. დღეს ქართულ მეღვინოებაში ძალიან დიდი ტერიტორია არის ასათვისებელი და სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს, რათა მსოფლიოს ვანახოთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება და შესაძლებლობა.

ამ ეტაპზე, გვაქვს მოლაპარაკებები ღვინის კომპანიებთან და ალკოჰოლური პროდუქტის მწარმოებლებთან, რათა შევქმნათ საინტერესო ინტერაქტიული სტატიები, რომლებიც მკითხველს საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებიენს ქართულ პროდუქტზე”, - აცხადებს Tboba-ს დამფუძნებელი.

ღვინის ონლაინ გამოცემა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე დარჩენას არ აპირებს და, მარიამ თაბაგარის ცნობით, ის საქართველოსთვის ღვინის გაყიდვის კუთხით სტრატეგიული ქვეყნების ბაზარზეც შევა.

“თბობის სამომავლო გეგმები არის, რომ გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და შევიდეთ ისეთ ბაზარზე როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა, რადგანაც ეს არის ის სტრატეგიული ქვეყნები სადაც ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყოვეწლიურად იზრდება და ასევე ამ ქვეყნებში ძალიან დიდი გავლენა აქვს პრესას. და ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ინფრომაციის პრომოუშენით ქართული ღვინო კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება”, - განმარტავს თაბაგარი.

Tboba-ს დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართული ღვინის რეალიზაციისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის აღქმა, რომ დამატებითი მარკეტინგული აქტიოვებები არ არის საჭირო და “ღვინის სამშობლოობა” პროდუქტის გასაყიდად სრულად საკმარისია: “მგონია, რომ რაღაც ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ, სპირიტუალიზმს და კომერციულობას შორის და წლიდან-წლამდე უნდა ვეცადოთ ხარისხის გაუმჯობესებას, როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ნაწილში”.

Tboba-ს ონლაინ გამოცემა ამ ეტაპზე სტატიებს როგორც ადგილობრივი წარმოების ღვინოებზე, ასევე ღვინის ბარებსა და ამ სასმელთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე წერს. მათ ვებგვერდზე კი, სხვა ყველაფერთან ერთად, სომელიეთა და მევენახეთა საგანმანათლებლო ბლოგებსაც შეხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები