მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეატრალური სტუდია Et Cetera კინოს მიმართულების დამატებას გეგმავს

მარიამ ჯოლოგუა

თეატრალური სტუდია Et Cetera საქმიანობის გაფართოებას და კინოს მიმართულების დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სტუდიის დამფუძნებელმა, მარიამ ჯოლოგუამ ისაუბრა.

როგორც სტუდიის დამფუძნებელი განმარტავს, Et Cetera-ში კინოს მიმართულების დამატების ინიციატივა სტუდიის ყოფილ მოსწავლეებს ეკუთვნით : „ჩვენმა ყოფილმა მოსწავლეებმა, ბუკა თოლორდავამ და გიგა ჯიშკარიანმა, რომლებიც უკვე პროფესიონალი მსახიობები არიან, შემოგვთავაზეს პროექტი, რომელიც კინო კურსის შექმნას ითვალისწინებდა. აქამდე ჩვენ კინოს არ შევხებივართ“, – ამბობს ჯოლოგუა.

მისივე ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პროცესში დარგის პროფესიონალები არიან ჩართული.
„აბსოლუტურად თავად მოიწვიეს დარგის სპეციალისტები – რეჟისორი, ოპერატორები და აქტიურად ვემზადებით. შესაძლოა, სამომავლოდ ეს მიმართულებაც სრულად დაინერგოს“, – აღნიშნა Et Cetera-ს დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ სტუდია უკვე ორ ფილიალს მოიცავს და 200-ზე მეტ ბავშვს აერთიანებს. მარიამ ჯოლოგუა BMGTV-ს ეთერში ამბობს, რომ დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და მათი რიცხვი მუდმივად ცვალებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები