მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში ბანკების საკრედიტო პორტფელი ₾108 მილიონით შემცირდა

ბანკები

ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების თებერვლის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქმედი ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 108 მილიონი ლარით შემცირდა და მან 62.57 მილიარდი ლარი შეადგინა.

კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სავალუტო კრედიტების ნაშთის შემცირებასთან, რადგანაც იანვარში აღნიშნული პორტფელის მოცულობა 27.37 მილიარდ ლარს შეადგენდა, თებერვლის ბოლოს კი ის ₾26.99 მილიარდამდე შემცირდა, რაც ₾383 მილიონიანი შემცირებაა. აღნიშნული სავარაუდოდ გაცვლითი კურსის ეფექტით იყო განპირობებული, რადგანაც პერიოდის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა.

ლარის დაკრედიტების მხრივ კი პორტფელი 276 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 35.58 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად სესხების ლარიზაცია 0.54 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 56.86%-ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები