მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდა - TBC Capital

ელექტროენერგია

TBC Capital-ის ინფორმაციით, თებერვალში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდა. გასულ თვეში ქვეყანაში ჯამში 995 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია აწარმოეს, რაც წლიურად 16%-იანი ზრდაა.

ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა ჰიდროსადგურებს უკავშირდება, თებერვალში ჰესების გამომუშავება 672 მლნ კვტ.სთ-მდე არის გაზრდილი. ჰესებისგან განსხვავებით, შემცირდა თბოსადგურების გამომუშავება და ჯამში 316 მლნ კვტ.სთ შეადგინა. თითქმის 2%-იანი ზრდაა მოხმარებაშიც, თებერვალში ქვეყანაში ჯამში 1,226 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა.

აქედან საცალო მოხმარებამ 703 გვტ. საათი შეადგინა, ხოლო პირდაპირი მოხმარება წლიურად 25%-ით გაიზარდა და 266 გვტ. საათს გაუტოლდა. ოკუპირებულ აფხაზეთში დენის მოხმარება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 257 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები