მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია - ეროვნული ბანკი

სებ
18.03.24 18:17
648
სტატიაში საუბარია:

თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მოცემულ ანგარიშში ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თებერვლის თვის შედეგებშია აღნიშნული.

შედეგების მიხედვით:

  • ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-თან ახლოს და 4%-6%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.
  • ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მცირედით დაკლებულია. კერძოდ, იანვართან შედარებით, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებსა და 6%- 8%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
  • გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, თებერვალში იანვართან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-2%-ის ზრდის ფარგლებში ფიქრობენ.
  • ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან.
  • გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვართან შედარებით შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები