მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 966 ათასამდე გაიზარდა - PMC

ხელფასი

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში ჯამში 966 305 ადამიანი იღებდა ხელფასს. ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წლიურად 1.6%-ით არის გაზრდილი. აქედან 13%-ს 600 ლარამდე ხელფასი ჰქონდა, შარშანდელ თებერვალთან შედარებით კლება 2.7 პროცენტული პუნქტია. 31%-ს კი 2400 ლარზე მეტი ხელფასი ჰქონდა. წლიურად ამ კატეგორიაში ხელფასის მიმღებთა რიცხვიც გაზრდილია.

2025 წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები