მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თებერვალში მხოლოდ ორი ჯავშანი გვაქვს" - Alpine Lounge Hotel & Restaurant

ყაზბეგი

ყაზბეგში მდებარე Alpine Lounge Hotel & Restaurant -ის მენეჯერი ნათია გოლეთიანი BM.GE-სთან ინტერვიუში 2024 წელს სასტუმროს დატვირთვის 10%-იან შემცირებაზე საუბრობს. მისი თქმით, შემცირებული ნაკადები მიმდინარე წელსაც შეინიშნება, რაც წინასწარ ჯავშნებშიც გამოიხატება.

გოლეთიანი ამბობს, რომ წელს, ევროპელი ტურისტების რაოდენობაც შემცირებულია.

„წელს დატვირთვა დაახლოებით 30%-ია. გვსტუმრობენ აზიიდან, ბევრი არიან კორეელები, ჩინელები, ასევე რუსებიც და ქართველებიც. ადრე ტურისტები თუ სასტუმროს 3-4 თვით ადრე ჯავშნიდნენ და დაჯავშნა არა სეზონურ პერიოდშივე იწყებოდა, ახლა ტენდენცია შეიცვალა და ჯავშნები 2 კვირით ადრე იწყება.

ჩვენ ძირითადად პირდაპირ და კორპორატიულ ჯავშნებზე ვმუშაობთ. აღსანიშნავია, რომ კორპორატიული ჯავშნებიც შემცირებულია“,- ამბობს მენეჯერი.

სასტუმროს მენეჯმენტი იმედებს ამყარებს 2025 წელს ტურიზმის განახლებაზე, განსაკუთრებით გზის დასრულებაზე, რადგან ობიექტი კობი-გუდაურის საბაგიროსთან ახლოს მდებარეობს და შესაბამისად, მათი მიზანი არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთრის კურორტზეც გააქტიურებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები